JobRaahGet matched free

Jobs

მიმართულების ლიდერი - მონიტორინგის ცენტრი

TBCBANK · თბილისი, , Georgia · United States · On-site

Posted Sep 24, 2026

Apply with JobRaah

Sign up free: we match you to jobs like this, tailor your application and fill the form. 2 free applications every day.

მიმართულების ლიდერის მიზანია გუნდის ეფექტიანი მართვა, მონიტორინგის პროცესების ხარისხის უზრუნველყოფა, რისკების მართვა, თანამშრომლების განვითარება და პროცესების მუდმივი გაუმჯობესება. ფუნქციები და მოვალეობები: გუნდის ფუნქციონალური გეგმის განსაზღვრა და შესრულების კონტროლი; გუნდის საოპერაციო მართვა, სამუშაოს განაწილება და თანამშრომლების კოორდინირებული და მოტივირებული მუშაობის უზრუნველყოფა; გუნდის შედეგების შესახებ ყოველთვიური ანგარიშგებისა და ყოველკვარტალური პრეზენტაციების მომზადება და წარდგენა; მონიტორინგის გეგმების შესრულებისა და მონიტორინგის შედეგების ხარისხის კონტროლი; არსებული პროცესების რისკიანობის შეფასება საოპერაციო რისკების გუნდთან კოორდინაციით, RCSA მეთოდოლოგიის შესაბამისად; RCSA-ისა და რისკების რეკომენდაციების საფუძველზე მონიტორინგის პროცედურების ფორმირება, განახლება და სრულყოფა; მონიტორინგის მეთოდოლოგიის, კონტროლებისა და პროცედურების გაუმჯობესების, ოპტიმიზაციისა და ავტომატიზაციის ინიციირება და კოორდინაცია; სამონიტორინგო შედეგების, ტენდენციების, სისტემური ხარვეზებისა და რისკების ანალიზი; ხშირად განმეორებადი შეცდომებისა და ხარვეზების გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირება და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა; მაღალრისკიანი პროცესებისა და ოპერაციების კონტროლის გაძლიერების მიზნით რეკომენდაციების, დამატებითი კონტროლებისა და მონიტორინგის მექანიზმების შემუშავება; მნიშვნელოვანი და კრიტიკული შემთხვევების დროული ესკალაცია შესაბამის მიმართულებებთან; მონიტორინგის ფარგლებში გამოვლენილ პრობლემებზე რეაგირება, მათი გამომწვევი მიზეზების მოკვლევა და აღმოფხვრის ღონისძიებების კოორდინაცია; მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით პროცესების გაუმჯობესებისა და რისკების შემცირების ინიციატივების განხორციელების მხარდაჭერა; თანამშრომელთა შეფასება, ქოუჩინგი, ცოდნის გაზიარება და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა; ახალი თანამშრომლების ადაპტაციისა და სწავლების პროცესის მხარდაჭერა; შიდა რეგულაციების, პროცედურებისა და ინსტრუქციების განახლების ინიციირება; დივიზიების, მიმართულებების, რისკების მართვის, შესაბამისობისა, აუდიტის და სხვა მიმართულებების  გუნდებთან ეფექტური თანამშრომლობა; გუნდის შედეგებზე პასუხისმგებლობა განსაზღვრული KPI-ების შესაბამისად; მენეჯერის მიერ დაკისრებული სხვა ლეგიტიმური დავალებების შესრულება. უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნესის, სამართლის ან შესაბამის სფეროში (ბაკალავრი/მაგისტრი). საბანკო/სადაზღვევო/აუდიტორულ  სფეროში არანაკლებ 3 წლის გამოცდილება. მონიტორინგის/ოპერაციების/რისკების/AML მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება რისკების/AML გამოცდილებას) მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 1 წელი) AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა  პროფესიული და პიროვნული კომპეტენციები ლიდერობისა და გუნდის მართვის უნარი; ეფექტური დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი; ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი; პრეზენტაციების მომზადებისა და წარდგენის უნარი; ანალიტიკური აზროვნება და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი; პრობლემების იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი; კრიტიკული აზროვნება; …