JobRaahGet matched free

Jobs

გრაფიკული დიზაინერი

Betlivecom · Tbilisi, Georgia · United States · On-site

Posted Sep 15, 2026

Apply with JobRaah

Sign up free: we match you to jobs like this, tailor your application and fill the form. 2 free applications every day.

betlive ონლაინ თამაშების ერთ-ერთი წამყვანი პლატფორმაა ქართულ ბაზარზე. კომპანიის მიზანია, შექმნას ყველაზე სწრაფი, კომფორტული და, რაც მთავარია, მომხმარებლებზე მორგებული სათამაშო სივრცე. ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გარემო, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი, კარიერული წინსვლისა და დაწინაურების რეალური და მუდმივი შესაძლებლობა. შესასრულებელი ამოცანები: საიტისთვის ბანერების ვიზუალური კონცეფციის შემუშავება; მარკეტინგული კამპანიებისთვის ვიზუალების შექმნა; ბანერების ადაპტირება სხვადასხვა პლატფორმისა და ფორმატისთვის, ბრენდის იდენტობისა და კონცეფციის შესაბამისად; დამუშავებული ვიზუალის სიზუსტისა და ხარისხის უზრუნველყოფა. ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: აუცილებელია, გრაფიკული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Adobe Photoshop, Adobe Illustrator); აუცილებელია, 3D პროგრამაში მუშაობის გამოცდილება (blender, 3D MAX, Maya, Cinema4D); სასურველია, მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; სამუშაო პირობები: სტანდარტული გრაფიკი, ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 19:00; სამუშაო ადგილი: თბილისი; On - Site კომპანიაში მუშაობის დამატებითი ბენეფიტი: კვება; პარკინგი; ბონუსი; კორპორატიული დაზღვევა; პროფესიული ზრდის მიზნით, სხვადასხვა კურსების და ტრენინგების დაფინანსება. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვაწოდოთ მოთხოვნილი ინფორმაცია, რის შემდეგაც  ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ თქვენს კანდიდატურას. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ესტუმრეთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://www.betlive.com რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 13 ოქტომბერი, 2026. betlive გისურვებთ წარმატებას!