IT Support Team Leader(დასავლეთ საქართველოში)
JSC Credo Bank
Sign up free: we match you to jobs like this, tailor your application and fill the form. 2 free applications every day.
პოზიციის დასახელება: ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის ჯგუფის უფროსი
ექვემდებარება: ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის განყოფილების უფროსს
პოზიციის მიზანი:
ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის ჯგუფის უფროსი მიზანია ტექნიკური მხარდაჭერის გუნდის მენეჯმენტი და მათ მიერ მოწოდებული სერვისების ხარისხის მართვა, კრედო ბანკის მიზნებისა და ამოცანების და საოპერაციო პოლიტიკების შესაბამისად. მან და მისმა გუნდმა უნდა უზრუნველყონ კრედო ბანკის მომხმარებლების პერსონალური კომპიუტერების, ლეპტოპების, პერიფერიული მოწყობილობების, საკომუნიკაციო ქსელის და სხვა IT სისტემების გამართული ფუნქციონირება, IT სერვისების შეუფერხებლად მიწოდება და ამ პროცესების მონიტორინგი
ძირითადი პასუხისმგებლობა და მოვალეობები:
ზოგადი:
კრედოს ფილოსოფიისა და მიზნების გაგება და მხარდაჭერა. სს კრედო ბანკის მიზნებისთვის უწყვეტი მუშაობა;
განახორციელოს ყველა საქმიანობა კრედოს პოლიტიკებისა და პროცედურების შესაბამისად;
სს კრედო ბანკის მიმართ ლოიალურობის დემონსტრირება და უმაღლესი დონის კეთილსინდისიერებისა და ინტეგრაციულობის გამოვლენა;
კომპანიის აქტივების ვალდებულების გამოყენება დაწესებულების მისაღები გამოყენების პოლიტიკის შესაბამისად;
ორგანიზაციის მატერიალური ფასეულობების გაფრთხილება და დაცვა;
ინფორმაციული უსაფრთხოების შემუშავებული პრინციპების, პოლიტიკებისა და პროცედურების ცოდნა, დაცვა და გაზიარება გუნდის წევრებთან და სხვა თანამშრომლებთან.
გუნდის მუშაობის პროცესში არასტანდარტული ან სპეციფიკური პრობლემების წარმოქმნის შემთხვევაში მაქსიმალური ჩართულობა, როგორც პრობლემის აღმოსაფხვრელად, ასევე ამ პრობლემების წარმოქმნის მიზეზების დასადგენად, პრევენციის მიზნით.
გლობალური და სპეციფიკური ტექნიკური გაუმართაობების, ასევე ფორსმჟორულ სიტუაციებში გუნდის წევრების მაქსიმალური მხარდაჭერა და უშუალო ჩართულობა.
გუნდის წევრების შვებულებების ან ბიულეტენის საკითხების მართვა;
ტექნიკური რჩევების მიწოდება კომპიუტერის, სათადარიგო და პერიფერიული ნაწილების შესყიდვასთან, ასევე ძირითად სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით;
გუნდის შიგნით და სხვა რგოლებთან ეფექტური კომუნიკაცია IT სერვისების და პროექტების საკითხებზე;
გუნდთან ყოველთვიური შეხვედრების მოწყობა, არსებული პრობლემების და გამოწვევების ანალიზი და სამოქმედო გეგმის დასახვა სხვადასხვა ტიპის რეპორტების მომზადება როგორც გუნდს შიგნით, ასევე ზემდგომი პოზიციებისთვის.
სპეციფიკური:
ტექნიკური დახმარების გუნდის მართვა, მონიტორინგი, კლიენტთა მომსახურების კულტურის განვითარება და მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდება, წინასწარ შეთანხმებული SLA-ის მიხედვით;
ITIL მეთოდოლოგიის პრინციპების დაცვა და გაზიარება გუნდის წევრებთან, IT რისკების და ცვლილებების მართვის მუდმივად გაუმჯობესების მიზნით.
კრედოს ინფორმაციული სისტემების, მათ შორის ტელეფონიის, ინტერნეტ კავშირების (უსადენო და სადენიანი), გარე და შიდა ტაბლოების, ფეი აპარატების, კამერების/კამერების ჩამწერი მოწყობილობის, სერვერების და ა.შ ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და მონიტორინგი SLA-ს შესაბამისად.
ინცინდენტების და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის ტექნიკური მხარდაჭერის გუნდში გაზიარება, განხილვა და ინცინდეტის წარმატებით დასრულების მონიტორინგი;
SLA დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება და…