სერვის ცენტრის მმართველი
JSC Credo Bank · Akhalkalaki, Samtskhe-Javakheti, Georgia · United States · On-site
Sign up free: we match you to jobs like this, tailor your application and fill the form. 2 free applications every day.
დამსაქმებელი: სს კრედო ბანკი
თანამდებობა: სერვის ცენტრის მმართველი შიდა ქართლსა და სამცხე ჯავახეთში
სამუშაო ადგილი: ახალქალაქი
კრედო ბანკი 25 წლამდე ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით საქართველოს მასშტაბით 85 ფილიალით არის წარმოდგენილი.
#გახდიკრედოელი
თანამდებობის მიზანი:
სერვისცენტრის მმართველმა უნდა უზრუნველყოს მომხმარებლების მაღალი ხარისხით მომსახურება საკრედიტო და არასაკრედიტო პროდუქტებით და საბანკო სერვისებით, კრედო ბანკის მიზნების და სამუშაო სტრატეგიის შესაბამისად. სერვისცენტრის მმართველი უნდა მიისწრაფოდეს მუდმივი განვითარებისკენ. იგი პასუხისმგებელია სერვისცენტრის საკრედიტო პორტფელის, არასაკრედიტო პროდუქტების პორტფელის და საბანკო სერვისების მართვაზე, დროული გადახდის შენარჩუნებაზე, ხარისხიან საკრედიტო და საოპერაციო მომსახურებაზე, გუნდის ეფექტურ მართვაზე, გადაწყვეტილების მიღებასა და გეგმების შესრულების მაღალ მაჩვენებელზე.
ძირითადი პასუხისმგებლობა და მოვალეობები :
ზოგადი:
კრედოს ფილოსოფიის, ღირებულებების, მიზნების გაზიარება და მხარდაჭერა;
ორგანიზაციის მიზნების მისაღწევად, შესაძლებლობების ფარგლებში, ზედამხედველის მიერ დასახული ამოცანების შესრულება;
საქმიანობის შესრულება კრედოს სტრატეგიის შესაბამისად;
ორგანიზაციის მიმართ მაღალი ლოიალობა.
სპეციფიკური:
საკრედიტო და საოპერაციო პოლიტიკის და პროცედურების, ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის, მათ შორის წამახალისებელი სქემის, მომსახურების სტანდარტების, ეთიკის კოდექსისა და ბიზნესის ქცევის, ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკების, ასევე მათში შეტანილი სიახლებიის, ცოდნა და დაცვა;
ორგანიზაციის კომერციული საქმიანობის კონფიდენციალურობის დაცვა; კლიენტის პერსონალური მონაცემების, ფინანსური და ოჯახური მდგომარეობის კონფიდენციალურობის დაცვა;
ინფორმაციული უსაფრთხოების ტრეინინგზე დასწრება და ინფორმაციული უსაფრთხოების თანხმობის განცხადებაზე ხელის მოწერის უზრუნველყოფა, (ხელმოწერით დადასტურება, რომ განცხადების რომელიმე ნაწილის დარღვევა განხილულია როგორც მოვალეობის შეუსრულებლობა და იწვევს დისციპლინარულ სანქციებს);
ორგანიზაციის მატერიალური ფასეულობების გაფრთხილება და დაცვა, კრედოს მოხმარების პოლიტიკის შესაბამისად;
დადასტურებული ბიზნეს გეგმის შესრულების უზრუნველყოფა;
საკრეტიდო პოლიტიკის თანახმად, მის უფლებამოსილებაში არსებული ლიმიტების გათვალისწინებით, სესხის გაცემისას ადგილზე ვიზიტი, სესხების გადაგზავნა პასუხისმგებელ დამამტკიცებელ პირთან;
სერვის-ცენტრის საკრედიტო კომიტეტის ჩატარება, კომიტეტის მიმდინარეობის და კომიტეტში მონაწილე წევრების მიერ პოლიტიკისა და პროცედურებისა დაცვის უზრუნველყოფა;
სერვის-ცენტრის პორტფელის, კლიენტების ბაზის და მათი მხრიდან დროული გადახდის კონტროლი;
სერვისცენტრის მიერ გაცემული სესხების სრულყოფილი მონიტორინგი;
პრობლემების და ჩამოწერილი სესხების საკითხების გადასაჭრელად სესხის მენეჯერების და სესხის ოფიცრების დახმარება რეგიონალურ იურისტთან თანამშრომლობით;
სერვისცენტრის პორტფელისა და ვადაგადაცილების მენეჯმენტი;
შემოსული განცხადების /აპლიკაციების კონტროლი და სესხის ოფიცრების მიერ ვიზიტების დროულად განხორციელების უზრუნველყოფა;
სერვისცენტრის თანამშრომლების ყოველდღიური…