საბარათე ოპერაციების ანგარიშსწორების ოფიცერი
JSC Credo Bank
Sign up free: we match you to jobs like this, tailor your application and fill the form. 2 free applications every day.
საბარათე ოპერაციების ანგარიშსწორების ოფიცერი
საბარათე ოპერაციების ანგარიშსწორების ოფიცერი ძირითადად პასუხისმგებელია სს კრედო ბანკის იშუინგის და ექვაირინგის ანგარიშსწორების პროცესებთან დაკავშირებული მოვალეობების შესრულებაზე და საკრედიტო ბარათების პროდუქტებზე, ვადაგადაცილების/დავალიანების დაანგარიშების პროცესების შესრულებაზე.
საბარათე ტრანზაქციების (იშუინგი ექვაირინგი) დამუშავება და პროგრამული ასახვა, მათ შორის საბანკო სისტემაში ასახვა;
საკრედიტო ბარათის პროდუქტებისთვის დავალიანების/დარიცხული პროცენტების დაანგარიშების პროცესის შესრულება;
საკრედიტო ბარათების ვადაგადაცილების რეპორტის გენერირება/ატვირთვა;
Visa საერთაშორისო სისტემებთან ანგარიშსწორება. ანგარიშსწორების ფაილის გაშიფვრა და პროგრამული ასახვის ინიცირება;
MC საერთაშორისო სისტემებთან ანგარიშსწორება, ანგარიშსწორების ფაილის გაშიფვრა და პროგრამული ასახვის ინიცირება;
Friendly ბანკებთან ანგარიშსწორება, საკორესპოსპონდენტო ანგარიშზე ასახული ანგარიშსწორების თანხების შედარება ბანკის შიდა გატარებებთან.
ანგარიშსწორების პროცესისთვის საჭირო ფინანსური გატარებების ინიცირება;
ანგარიშსწორებისთვის საჭირო სატრანზიტო ანგარიშების კონტროლი და გასწორება;
ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული რეპორტების მომზადება;
მერჩანტებთან ანგარიშწორების პროცესის შესრულება და დაკავშირებული პრობლემური ქეისების მხარდაჭერა;