უნივერსალური მოლარე ჭიათურაში
JSC Credo Bank
Sign up free: we match you to jobs like this, tailor your application and fill the form. 2 free applications every day.
დამსაქმებელი: სს კრედო ბანკი
თანამდებობა: უნივერსალური მოლარე ჭიათურაში
სამუშაო ადგილი : ჭიათურა
კრედო ბანკი 26 წელზე მეტი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით საქართველოს მასშტაბით 89 ფილიალით არის წარმოდგენილი #გახდიკრედოელი
თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია.
ჩვენ გთავაზობთ:
პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
სასიამოვნო, დინამიურ და გუნდურ სამუშაო გარემოს;
ინოვაციებზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას;
ჯანმრთელობის დაზღვევა;
პროფესიული ტრენინგები.
პოზიციის მიზანი:
უნივერსალური მოლარე პასუხისმგებელია სს კრედო ბანკის სერვის ცენტრებში ნაღდი ფულისა და ფასეულობის (ეროვნული და უცხოური ვალუტა) მიღება / გაცემაზე, უნაღდო ოპერაციებსა და კლიენტების სხვადასხვა მომსახურებაზე, ბანკის პოლიტიკების და პროცედურების შესაბამისად.
ძირითადი მოვალეობები:
ფულადი შენატანების მიღება ორგანიზაციის კლიენტებისგან;
თანხების გაცემა ორგანიზაციის კლიენტებზე;
სწრაფი ფულადი გზავნილების გაგზავნა/განაღდება;
ფულადი გასავლების/შენატანების პროგრამულად ავტორიზაცია;
უცხოური ვალუტის ნაღდი ფულით კონვერტაციის ოპერაციები;
საინკასაციო თანხების ზუსტი აღრიცხვა;
ფულადი ნიშნების ჯეროვნად შემოწმება;
ყოველი დღის ბოლოს სალაროში არსებული ფულის დათვლა და შედარება პროგრამულ მაჩვენებლებთან;
საჭიროების შემთხვევაში კლიენტებისთვის კონსულტაციის გაწევა;
კრედოში არსებული საკრედიტო და არასაკრედიტო პროდუქტებისა და საბანკო სერვისების კლიენტებისათვის შეთავაზებისა და გაყიდვის უზრუნველყოფა;
ახალი კლიენტის რეგისტრაცია;
კლიენტების იდენტიფიკაციისთვის აუცილებელი ინფორმაციის მოპოვების, გადამოწმების, აღრიცხვის, დროული განახლების და შენახვის უზრუნველყოფა;
კლიენტის მონაცემების რედაქტირება და სავალდებულო განახლება;
ანგარიშის გახსნა და ვალუტის დამატება;
კლიენტის მოთხოვნით ანგარიშის ამონაწერის მომზადება;
ერთი კლიენტის ანგარიშებს შორის გადარიცხვის მომსახურება (ლარი და უცხოური ვალუტა); · კრედო ბანკის კლიენტებს შორის გადარიცხვის მომსახურება (ლარი და უცხოური ვალუტა);
კრედო ბანკთან ანგარიშსწორების ოპერაციების შესრულება;
გარე სალარე/საბიუჯეტო გადარიცხვების მომსახურება;
უცხოური ვალუტის კონვერტაციის ოპერაციები უნაღდო ანგარიშსწორებით;
ანაბრების გახსნა და შევსება;
MasterCard ბარათის განაცხადის რეგისტრაცია (Standard და უსახელო)
უსახელო MasterCard ბარათის გაცემა;
Mycredo ინტერნეტ-ბანკის რეგისტრაცია, იუზერის აღდგენა
სმს პაკეტის რეგისტრაცია;
გზავნილის განაღდება Myredo-ს მეშვეობით
სხვა და სხვა საკომისიოს დაკავების ოპერაციები;
ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარი:
უმაღლესი განათლება შემდეგი მიმართულებებით: ეკონომიკა, ფინანსები, საბანკო საქმე, ბიზნესის ადმინისტრირება;
სავალდებულოა საბანკო სფეროში ნაღდ ფულთან მუშაობის გამოცდილება;
გუნდურად მუშაობის უნარი
პოზიტიური კომუნიკაციის უნარი
გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
სრულყოფილი წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
საოფისე პროგრამების (MS Office) მაღალ დონეზე ცოდნა;
უცხო ენების ცოდნა: ინგლისური, რუსული სასურველია;
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა
განცხადების მიღების ვადა: 15 ოქტომბერი, 2024 წელი
#…