JobRaahGet matched free

Jobs

უფროსი კლიენტთა მრჩეველი ზუგდიდში

JSC Credo Bank · ზუგდიდი, Georgia · United States · On-site

Apply with JobRaah

Sign up free: we match you to jobs like this, tailor your application and fill the form. 2 free applications every day.

დამსაქმებელი: სს ,, კრედო ბანკი თანამდებობა: უფროსი კლიენტთა მრჩეველი ზუგდიდში სამუშაო ადგილი: ზუგდიდი 1 კრედო ბანკი 26 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 86 ფილიალით არის წარმოდგენილი. კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს და მათ დასაქმებულებს უკეთესი მომავლის შექმნაში. თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია! ჩვენ გთავაზობთ: სასიამოვნო, დინამიკურ და გუნდურ სამუშაო გარემოს; პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს; კორპორაციულ ღონისძიებებს; ჯანმრთელობის დაზღვევას; წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონიმენტს. გუნდში ვეძებთ მოტივირებულ, განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებულ, პოზიტიურ კანდიდატს, რომელიც გაიზიარებს კრედოს ღირებულებებს და მზად იქნება კრედოს მისიის შესასრულებლად. #გახდიკრედოელ ი ძირითადი პასუხისმგებლობა და მოვალეობები: უზრუნველყოფს კლიენტებისთვის საბანკო ოპერაციების, არასაკრედიტო, საკრედიტო, ციფრული პროდუქტების და სერვისების (ბარათები, ანგარიშები, ანაბრები, ციფრული პროდუქტები, ფულადი გზავნილები, გადარიცხვები, ნაღდი/უნაღდო ოპერაციები, კომუნალური გადახდები, სადაზღვეო პროდუქტები, საკრედიტო პროდუქტები და სხვა) მიწოდებას და მომსახურებას ბანკში განსაზღვრული წესების შესაბამისად; უზრუნველყოფს არასაკრედიტო, საკრედიტო და ციფრული პროდუქტების/ სერვისების გაყიდვას დაწესებული გეგმის შესაბამისად; უზრუნველყოფს არსებული დეპოზიტარების შენარჩუნებას და ახალი პოტენციური დეპოზიტარების მოზიდვას, საკუთარი მოზიდული სახსრების პორტფელის შექმნას და მის ზრდას გეგმის შესაბამისად; საცალო ან/და სერვისცენტრის მენეჯერთან ერთად უზრუნველყოფს სერვისცენტრის მიკრო სეგმენტის კლიენტების სადეპოზიტო პორტფელის ზრდასა და შენარჩუნებას დაწესებული გეგმის შესაბამისად; აწვდის არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებს ინფორმაციას პროდუქტებისა და მომსახურების შესახებ. იღებს და პასუხობს კლიენტთა კითხვებს ანგარიშების, გადარიცხვების, მომსახურების ტარიფების შესახებ და ბანკში არსებული ან/და ახალი სერვისების/პროდუქტების შესახებ; უზრუნველყოფს მომხმარებელთა ზუსტი საჭიროების დადგენას და საჭიროებებზე მორგებული საკრედიტო, არასაკრედიტო და ციფრული პროდუქტების შეთავაზებას; უზრუნველყოფს კლიენტების საჭიროებაზე მორგებულ მომსახურებას დროულად და ხარისხიანად; აცნობს კლიენტებს საბანკო პროდუქტებთან დაკავშირებულ სიახლეებს. ამისამართებს კლიენტებს სერვის ცენტრის შესაბამის პერსონალთან არსებული პოლიტიკისა და პროცედურების დაცვით, თუ საკითხები არ შედის მის კომპეტენციაში; ამზადებს ხელშეკრულებებს, ცნობებს, განაცხადებს და კლიენტების მიერ მოთხოვნილ სხვა ოპერაციებს ბანკში არსებული პოლიტიკების და წესების შესაბამისად. უზრუნველყოფს კლიენტებისთვის სესხის გაცემის პროცესით მომსახურებას, საკრედიტო ხელშეკრულების პირობების გაცნობას და ხელშეკრულებების სათანადო ხელმოწერებით დადასტურებას, ბანკში მოქმედი პოლიტიკისა და პროცედურების შესაბამისად. სრულად ახორციელებს კლიენტების ანგარიშებთან/ანაბრებთან/უნაღდო ოპერაციებთან და ციფრულ პროდუქტებთან დაკავშირებულ ოპერაციებს; ახორციელებს პლასტიკური ბარათების (სადებეტო/საკრედიტო)…