JobRaahGet matched free

Jobs

სესხის მენეჯერი ქვემო ქართლში

JSC Credo Bank

Apply with JobRaah

Sign up free: we match you to jobs like this, tailor your application and fill the form. 2 free applications every day.

დამსაქმებელი: სს კრედო ბანკი თანამდებობა: სესხის მენეჯერი ქვემო ქართლში სამუშაო ადგილი: ქვემო ქართლი თანამდებობის მიზანი : სესხის მენეჯერი პასუხისმგებელია კონკრეტული კლიენტებისათვის სესხის გაცემის მომსახურეობის უზრუნველყოფაზე სს ,,კრედო ბანკი-ს (კრედო) საკრედიტო პოლიტიკის შესაბამისად, ასევე დაქვემდებარებული სესხის ოფიცრების მართვაზე. სესხის მენეჯერი ვალდებულია შექმნას და შეინარჩუნოს სოლიდური და მაღალი ხარისხის საკრედიტო პორტფელი და უზრუნველყოს დაქვემდებარებული სესხის ოფიცრების მუშაობის ეფექტურობა. ძირითადი პასუხისმგებლობა და მოვალეობები : ზოგადი: კრედოს ფილოსოფიის, ღირებულებების, მიზნების გაგება და მხარდაჭერა; ორგანიზაციის მიზნების მისაღწევად, შესაძლებლობების ფარგლებში, ზედამხედველის მიერ დასახული ამოცანების შესრულება; საქმიანობის შესრულება კრედოს სტრატეგიისა და მეთოდიკის შესაბამისად; სპეციფიკური: საკრედიტო პოლიტიკის და პროცედურების, ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის, მათ შორის წამახალისებელი სქემის, მომსახურების სტანდარტების, ეთიკის კოდექსისა, ბიზნესის ქცევების, ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკების, ასევე მათში შეტანილი სიახლებიის, ცოდნა და დაცვა; კლიენტის პერსონალური მონაცემების, ფინანსური და ოჯახური მდგომარეობის კონფიდენციალურობის დაცვა; ორგანიზაციის კომერციული საქმიანობის კონფიდენციალურობის დაცვა; ორგანიზაციის მატერიალური ფასეულობების გაფრთხილება და დაცვა, კრედოს მოხმარების პოლიტიკის შესაბამისად; ინფორმაციული უსაფრთხოების ტრეინინგზე დასწრება და ინფორმაციული უსაფრთხოების თანხმობის განცხადებაზე ხელის მოწერის უზრუნველყოფა, (ხელმოწერით დადასტურება, რომ განცხადების რომელიმე ნაწილის დარღვევა განხილულია როგორც მოვალეობის შეუსრულებლობა და იწვევს დისციპლინარულ სანქციებს); დაქვემდებარებული სესხის ოფიცრების ჯგუფის ჩამოყალიბება და მართვა; დაქვემდებარებული გუნდის მიერ კრედოში არსებული საკრედიტო და არასაკრედიტო პროდუქტებისა და საბანკო სერვისების კლიენტებისათვის შეთავაზებისა და გაყიდვის კონტროლი და გეგმების შესრულების უზრუნველყოფა; დაქვემდებარებული სესხის ოფიცრების საკრედიტო პორტფელის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა; შემოსული განცხადების / აპლიკაციების კონტროლი და სესხის ოფიცრების მიერ ვიზიტების დროულად გაკეთების უზრუნველყოფა; საკრედიტო კომიტეტისათვის დოკუმენტაციის მომზადების უზრუნველყოფაში სესხის ოფიცრების დახმარება; დაქვემდებარებული ჯგუფის სესხის ოფიცრების სესხების დამტკიცება კომიტეტზე, ლიმიტის ფარგლებში; საკრედიტო კომიტეტზე სესხის დამტკიცებისას წარმოდგენილი დოკუმენტების (ქონებრივი უზრუნველყოფის დოკუმენტი, ბაზებში შემოწმების ფორმა, განაცახდის ფორმა, და ა.შ.) სისრულის, სხვადასხვა დოკუმენტებში (პირადი ნომრები, თარიღები, თანხები) მოცემული ინფორმაციის შესაბამისობისა და ხელმოწერების შემოწმება; დამტკიცებული სესხების ხარისხიანად გაცემის ზედამხედველობა; დაქვემდებარებული ჯგუფის სესხის ოფიცრების მიერ გაცემული სესხების მონიტორინგი, კლიენტების საქმის სათანადო დოკუმენტაციისა და ფორმების გადახედვა და კლიენტებთან ადგილზე შეხვედრა; დაწესებულ ლიმიტზე მაღალი სესხების გადაგზავნა პასუხისმგებელ დამამტკიცებელ პირებთან; დაქვემდებარებული სესხის ოფიცრების დახმარება პრობლემური კლიენტებთან მუშაობისას; დაქვემდებარებული სესხის…