JobRaahGet matched free

Jobs

საცალო სერვის ცენტრის მენეჯერი რუსთავში

JSC Credo Bank

Apply with JobRaah

Sign up free: we match you to jobs like this, tailor your application and fill the form. 2 free applications every day.

დამსაქმებელი: სს კრედო ბანკი პოზიცია: საცალო სერვის ცენტრის მენეჯერი რუსთავში სამუშაო ადგილი: რუსთავი კრედო ბანკი 26 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით საქართველოს მასშტაბით 86 ფილიალით არის წარმოდგენილი. თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია. ჩვენ გთავაზობთ: პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას; სასიამოვნო, დინამიურ და გუნდურ სამუშაო გარემოს; ინოვაციებზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას; ჯანმრთელობის დაზღვევა; პროფესიული ტრენინგები ძირითადი მოვალეობები : საკრედიტო, არასაკრედიტო და საბანკო სერვისებით კლიენტებისათვის სწრაფი და ეფექტური მომსახურების გაწევის უზრუნველყოფა; დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ შესრულებული ოპერაციების კონტროლი, ხარვეზებზე დროული რეაგირება და მათ გამოსწორებაზე ზრუნვა; დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ საბანკო მომსახურების პროდუქტების დანერგვაში მონაწილეობის მიღება; საბანკო მომსახურების პირობებში და პოლიტიკებში ცვლილებების შესახებ გუნდში ინფორმაციის დროული და ეფექტური გავრცელება; დანერგილი სიახლეების უხარვეზოდ შესრულების უზრუნველყოფა; კლიენტთა მომსახურებისას შექმნილი არასტანდარტული პრობლემების და საკითხების გადაჭრა; ახალი კლიენტების მოზიდვის მიზნით აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება; კლიენტთა მომსახურებაში ჩართულ თანამშრომლებს შორის ფუნქციების ეფექტურად განაწილების უზრუნველყოფა; სამუშაო ბაზების გუნდში განაწილება და მათი ეფექტურად გამოყენების უზრუნველყოფა; მიკრო სეგმენტის კლიენტების სადეპოზიტო პორტფელის მართვა, სადეპოზიტო პორტფელის ზრდის და შენარჩუნების უზრუნველყოფა; არასაკრედიტო და ციფრული პროდუქტების გაყიდვების გეგმების შესრულების უზრუნველყოფა; მომხმარებელთა ციფრული ქცევის განვითარებასა და არასაკრედიტო პროდუქტების შესახებ მომხმარებელთა ინფორმირებულობის ხარისხის გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა; გუნდის წევრებთან მუდმივი კომუნიკაცია და დროული უკუკავშირის მიცემა; გუნდის წევრების მოტივაციაზე და განვითარებაზე ზრუნვა; ფრონტის ერგონომიულ გარემოზე ზრუნვა, სერვის ცენტრის საინფორმაციო მასალით აღჭურვის კონტროლი და დროული მოწესრიგების უზრუნველყოფა; კლიენტების მომსახურების სივრცეში საქმიანი და სასიამოვნო გარემოს შექმნაზე ზრუნვა; რიგების მართვის კონტროლი; დაქვემდებარებული თანამშრომლების და რეზერვი თანამშრომლების რესურსის დაგეგმვა და ეფექტურად გადანაწილება; დაქვემდებარებული თანამშრომლების დასვენებების და მორიგეობის ცხრილის შედგენა და მათი შესრულების კოორდინაცია; პერსონალის შერჩევაში აქტიური ჩართულობა და მათი სწავლების პროცესის მართვა, პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებაზე ზრუნვა; საცავის მართვის პროცესებში მონაწილეობა; სამუშაო დღის ბოლოს ანგარიშგების მომსახურებასთან დაკავშირებული ოპერაციების შესახებ დოკუმენტების შეგროვების, გადამოწმების და სათანადო შენახვის უზრუნველყოფა, კონტროლი; კრედოს საბანკო აგენტ/შუამავლების კანდიდატების მოძიებასა და მათი შერჩევის პროცესში აქტიური მონაწილეობა. შერჩეული კანდიდატების დატრეინინგება არასაკრედიტო და დიჯითალ პროდუქტების მიმართულებით. საბანკო აგენტებთნ/შუამავლებთან დაკავშირებული დოკუმენტების მოწესრიგება. აგენტ/შუამავლების გეგმის შესრულების კონტროლი და…