JobRaahGet matched free

Jobs

Senior system administrator

JSC Credo Bank · Tbilisi, Tbilisi, Georgia · United States · On-site

Apply with JobRaah

Sign up free: we match you to jobs like this, tailor your application and fill the form. 2 free applications every day.

სამუშაოს აღწერა პოზიცია : უფროსი სისტემური ადმინისტრატორი ექვემდებარება : ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის მართვის განყოფილების უფროსი პოზიციის მიზანი : უფროსი სისტემური ადმინისტრატორი პასუხისმგებელია კრედო ბანკში არსებული სერვერული და მონაცემთა სანახის ინფრასტრუქტურისა და მასზე არსებული ელექტრონული ინფრასტრუქტურის მართვასა და ადმინისტრირებაზე ცენტრალურ და სარეზერვო საიტებზე. ძირითადი პასუხისმგებლობა და მოვალეობები: ზოგადი: კრედოს ფილოსოფიის, ღირებულებების, მიზნების გაზიარება და მხარდაჭერა; საქმიანობის შესრულება კრედოს სტრატეგიისა და მეთოდიკის შესაბამისად; ორგანიზაციის მიმართ მაღალი ლოიალობა; ორგანიზაციის მატერიალური ფასეულობების გაფრთხილება და დაცვა, კრედოს მოხმარების პოლიტიკის შესაბამისად; ინფორმაციული უსაფრთხოების ტრეინინგზე დასწრება და ინფორმაციული უსაფრთხოების თანხმობის განცხადებაზე ხელის მოწერის უზრუნველყოფა, (ხელმოწერით დადასტურება, რომ განცხადების რომელიმე ნაწილის დარღვევა განხილულია როგორც მოვალეობის შეუსრულებლობა და იწვევს დისციპლინარულ სანქციებს); სამუშაო პროცესში მოპოვებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვა; ორგანიზაციის მიზნების მისაღწევად, ზედამხედველის მიერ წამოყენებული ამოცანების შესრულება, შესაძლებლობების ფარგლებში; სპეციფიკური: კრედო ბანკის მონაცემთა დამუშავების ცენტრებში არსებული სერვერული ინფრასტრუქტურის გამართვა, მხარდაჭერა და ადმინისტრირება; კრედო ბანკის მონაცემთა დამუშავების ცენტრებში (მთავარი, სარეზერვო) არსებული სერვერული ინფრასტრუქტურის და სისტემური სერვისების გამართვა, მხარდაჭერა და ადმინისტრირება; სერვერული ინფრასტრუქტურის კომპონენტების მონიტორინგის სისტემის ადმინისტრირება, გამართვა, მართვა და შესაბამისი რეაგირების მოხდენა ალერტიდან გამომდინარე; ვირტუალიზაციის (Vmware ESXi, Microsoft Hyper-v) ინფრასტრუქტურის აგება, კლასტერიზაცია, ადმინისტრირება და მართვა; სერვერული ინფრასტრუქტურის რესურსების დაგეგმარება ბანკის მოთხოვნილებების და ზრდის შესაბამისად; მონაცემთა სანახი სისტემების (Storage) გამართვა, კლატერიზაცია, ადმინისტრირება და მართვა; სერვერული ტოპოლიგიის დოკუმენტების მომზადება, ცვლილების შემთხვევაში განახლებების შეტანა და ფიზიკური სერვერული ინფრასტრუქტურის ტოპოლიგიის დოკუმენტაციის შესაბამისად მარკირება; შესასყიდი სერვერული ტექნიკის ან სისტემური სერვისის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტექნიკურ მახასიათებლებთან შესაბამისობის ნაწილში ინფორმაციული ტექნოლოგიების შესყიდვების განყოფილების (IT Procurement) მხარდაჭერის გაწევა; ბანკში ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში არსებული პოლიტიკების რეალიზება და დაცვა; ბანკში დანერგილი ITSM პროცესების (Incident, Problem, Change და ა.შ) გათვალისწინება და გამოყენება; ხელმძღვანელის მიერ გაცემული დამატებითი დავალებების შესრულება; მიმდინარე და ახალი პროექტების დანერგვასა და გამართვაში მონაწილეობის მიღება; პასუხისმგებლობის ქვეშ არსებულ სერვისებზე პროფილაქტიკური და პრევენციული სამუშაოების ჩატარება; სხვა: ყოველთვიური აქტივობების ანგარიშების წარმოება. ცოდნა, კვალიფიკაცია, უნარები: შემდეგი ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები შეიძლება, მიღებულ იქნას ფორმალური განათლების, თვითსწავლების, გამოცდილების ან სტაჟირების გზით. სასურველია…